გუშინ 18 მარტს ტელეკომპანია OWN-ს ეთერში გავიდა გადაცემა "Oprah´s Next Chapter" სადაც მიწვეული იყო Lady Gaga. შოუ ჩაიწერა Lady Gaga-ს მშობლიურ სახლში ქალაქ ნიუ იორკში სადაც ის დაიბადა და გაიზარდა. ამ შოუს საშვალებით მაყურებელმა პირველად იხილა გაგას სახლი, პატარაობის უცნობი სურათები და ვიდეოები. ასევე პირველი სატელევიზიო ინტერვიუ იყო გაგას დედასთვის სინტია ჯერმანოტასთვის. გაგამ შოუში ილაპარაკა პირად ცხოვრებაზე, კარიერაზე, მეგობრებზე, ფანებზე და სხვა. ხოლო გაგას დედამ სინტიამ პირველად განაცხადა თუ რა შთაბეჭდილებაა როდესაც ხარ ლედი გაგას დედა. შოუ გაგას სახლის გარდა ასევე ჩაიწერა Born This Way Foundation-ის გახსნისას ჰარვარდის უნივერსიტეტში. გთავაზობთ შოუდან რამოდენიმე ინტერვიუს ნაწყვეტს:
"ოპრა ეს არის ჩემი ბოლო ინტერვიუ. მე გადავწყვიტე შევისვენო და დროებით არცერთ ტელევიზიას და გაზეთს არ მივსცე ინტერვიუ. მე არ მაინტერესებს რას დაწერენ ისინი ამ ხნის განმავლობაში. დედაჩემი თითქმის ყოველდღე მირეკავს და მეუბნება "შენზე გავიგე..." მინდა ეს დროებით შეწყდეს. არ მაინტერესებს რას დაწერენ და რას იტყვიან"
"დიახ მე მინდა მყავდეს ბავშვები, მინდა მყავდეს ჩემი ბავშვების ფეხბურთის გუნდი და ქმარი. არ მინდა ერთი ბავშვი, ბევრი მინდა. უახლოეს მომავალში არ ვგეგმავ ბავშვის ყოლას"
ვიდეოების სანახავად დააჭირეთ Read More-ს...

No comments:
Post a Comment