Sunday, March 4, 2012


Born This Way (2011)
Buy Standard:Amazon, iTunes, Amazon MP3
Buy Special: Amazon, iTunes



Born This Way — რიგით მეორე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა 2011 წლის 23 მაისს ხმის ჩამწერ ლეიბლ Interscope Records-ზე. გაგა ამ ალბომში თანამშრომლობს ისეთ პროდუსერებთან როგორებიც არიან RedOne და ფერნანდო გერიბეი, რომლებთანაც გაგა ადრეც თანამშრომლობდა, გაგა ასევე თანამშრომლობდა სხვა პროდუსერებთანაც: DJ Snake, DJ White Shadow, ჯეპე ლოურსენი, რობერტ ჯომ მეტ ლენჯიe და Clinton Sparks. გაგა ასევე ალბომში თანამშრომლობს სხვა მომღერლებთან: ჯგუფ E Street Band-თან, საქსაფონის Clarence Clemons-სთან და ჯგუფ Queen-ის გიტარისტთან ბრაიან მეისთან ერთად.
ალბომში შესული სიმღერები გადაწვეტილია სითნოპოპში და საცეკვაო პოპში, რომლებიც გაგას წინა ალბომებში გვხვდება. თუმცა ასევე გვხვდება ისეთი სტილის მუსიკები რომლებიც გაგას წონა ალბომებში არ გამოუყენებია მაგალითად: ოპერა, მძიმე მეტალი, დისკო და როკ-ენ-როლი. სიმღერის ტექსტებში გვხვდება ისეთი თემები როგორებიცაა სექსი, რელიგია, თავისუფლება, ფემინიზმი და ინდივიდუალიზმი. მიუხედავად რელიგიური თემებისა ალბომმა კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა. ალბომმი უკვე ნომინირებულია გრემის დაჯილდოებაზე სამ ნომინაციაში, მათ შორის წლის ალბომის ნომინაციაში რომელიც გაგამ უკვე ზედისედ სამჯერ მიიღო.

Born This Way მოხვდა ყველა ქვეყნის ხუთეულში, მათ შორის ბილბორდ 200ში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ალბომი პირველ კვირას გაიყიდა 1.108 მილიონ ასლზე მეტი და გახდა ყველაზე გაყიდვადი ალბომი მოკლე ხანში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, დაახლოებით 440.000 ასლზე მეტი გაიყიდა Amazon.com-ზე ორი დღის განმავლობაში. ალბომის ოთხი სინგლი - "Born This Way", "Judas", "The Edge of Glory", და "Yoü and I" - ყველა მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის ათეულში. სიმღერა "Born This Way" გახდა ყველაზე სწრაფად გაყიდვადი სინგლი iTunes-ის ისტორიაში და ალბომის პრომო სინგლი "Hair" მოხვდა თექვსმეტი ქვეყნის ჩარტში. გაგა ასრულებდა სიმღერებს ცნობილ დაჯილდოებეზე, მათ შორისაა 53-ე გრემის დაჯილდოება და 2011 წელის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება. 2011 წლის ოქტომბერში, მსოფლიოში გაყიდვების რაოდენობამ გადააჭარბმა რვა მილიონ ასლს.

  • სინგლები


"Born This Way", ალბომის პირველი სინგლი რომელიც გამოვიდა 2011 წლის 11 თებერვალს. სიმღერის ავტორები არიან ლედი გაგა და ჯეპე ლოურსენსი, პროდუსერები არიან თავად გაგა, ჯეპე ლოურსენი, ფერნანდო გერიბეი, DJ White Shadow. სიმღერამ მიიღო დადებითი შეფასება კრიტიკოსების მხრიდან, მათ ასევე აღნიშნეს რომ მსგავსება იყო პოპ მომღერალ მადონას სიმღერასთან "Express Yourself". სიმღერა მოხვდა ცხრამეტზე მეტი ქვეყნის ჩარტის სათავეში და გაიყიდა მილიონზე მეტი ტირაჟით და გახდა ყველაზე სწრაფად გაყიდვადი სიმღერა iTunes-ის ისტორიაში. გაგას მშობლიურ ქვეყანაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, სიმღერა გახდა გაგა მესამე ნომერ პირველი ჰიტი, სადაც მან ექვსი კვირის განმავლობაში შეინარჩუნა პირველი ადგილი ბილბორდის ცხელ ასეულში.

"Judas" არის ალბომის მეორე სინგლი, სიმღერა გამოვიდა 2011 წლის 15 აპრილს. კრიტიკოსებმა სიმღერა დადებითად შეაფასეს, მათ აღნიშნეს რომ სიმღერა რაღაცით გავს მომღერლის სიმღერას "Bad Romance". მიუხედავად ამისა მან დაიკავა მეოთხე ადგილი ბირბოარდის ციფრული ცხელი სიმღერების ჩარტში, სიმღერა გაიყიდა 162.000 ასლზე მეტი, სიმღერამ მიაღზია ოცზე მეტი ქვეყნის ათეულში მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში და პირველ ადგილზე სამხრეთ კორეის ჩარტში.

"The Edge of Glory" ალბომის მესამე სინგლი, გამოვიდა 2011 წლის 11 მაისს. სიმღერამ დაიმსახურა ქება მრავალი კრიტიკოსისგან. სიმღერა პოზიტიურადაა დამუხტული, აღსანიშნავია რომ სიმღერაში საქსაფონის პარტიას ასრულებს ლეგენდარული Clarence Clemons. სიმღერა მოხვდა ცხრამეტზე მეტი ქვეყნის ათეულში და გახდა გაგას მეათე სინგლი რომელიც მოხვდა ზედიზედ ამერიკის შეერთებულ შტატების ათეულში, სიმღერამ ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა მესამე ადგილი.

"Yoü and I", ალბომის მეოთხე სინგლი, ასევე ამ სიმღერამაც მიიღო დადებითი შეფასება კრიტიკოსების მხრიდან. სიმღერა გახდა გაგას მეთერთმეტე სინგლი რომელიც მოხვდა ზედიზედ ამერიკის შეერთებულ შტატების ათეულში, სიმღერამ ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა მეექვსე ადგილი. სიმღერამ მიიღო 54-ე გრემის დაჯილდოების ნომინაცია საუკეთესო პოპ ცოცხალი შესრულებისთვის.

"Marry the Night" რიგით მეხუთე სინგლი ამ ალბომიდან. სიმღერამ მიიღო დადებითი შეფასება კრიტიკოსების მხრიდან, მათ შეაფასეს სიმღერა როგორც ძლიერი საცეკვაო პოპ ნომერი. სიმღერა მოხვდა თხუთმეტზე მეტ სხვადასხვა ქვეყნის ჩარტში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სიმღერამ ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა ოცდამეცხრე ადგილი. მომღერლის ლეიბლმა Interscope Records-მა განაცხადა რომ თავდაპირველად იგეგმებოდა სიმღერა გამხდარიყო ალბომის მეხუთე სინგლი მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა რომ სინგლად გამოცხადებულიყო მთელ მსოფლიოში. სინგლზე გადაღებულმა მუსიკალურმა კლიპმა მიიღო უზარმაზარი კრიტიკა, კრიტიკოსებმა ვიდეო დაახასიათეს როგორც "სუფთა სპექტაკლი".


THE FAME MONS†ER (2009)

Buy:iTunes, Amazon

The Fame Monster — მესამე EP დისკი და მეორე ძირითადი რელიზი მომღერალ ლედი გაგა-სი. გამოვიდა 18 ნოემბერს, 2009 წელის ალბოში შესულია რვა სიმღერა. თანამედროვე კრიტიკოსებმა ალბომს მისცეს დადებითი შეფასება.ზოგიერთ ქვეყანაში, ალბომს აყენებდნენ პირველ ალბომთან ერთად The Fame. სხვა ქვეყნებში - მაგალითად, შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია - აყენებდნენ როგორც ცალკე ალბომი. ალბომმა მიაღწია ჩარტების პირველ ადგილზე ავსტრალიაში, გერმანია, ირლანდიაში, ახალ ზელანდიაში, პოლონეთისა და გაერთიანებული სამეფოებში. "Bad Romance" ალბომის პირველი სინგლი, მოხვდა კანადის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ჩარტების პირველ ადგილებზე, ხოლო ნომერ მეორე ადგილზე ავსტრალიში, შეერთებული შტატებიში და შვედეთში.ალბომის დანარჩენი სინგლებმა "Telephone" და "Alejandro" ორივე მათგანმა მიაღწია ათეულის პირველ ადილზე შეერთებული შტატებში და დიდი ბრიტანეთში. გაგამ ალბომის ხელშესაწყობათ წამოიწყო ტურნე The Monster Ball Tour . ტური დაიწყო 27 ნოემბერს, 2009 წელს და გრძელდება 2011 წლის მაისამდე. 13 თებერვალს 2011 წელს, ალბომი და ალბომში შესული რამოდენიმე სიმღერა გრემიზე წარადგინეს 6 ნომინაციაში, ალბომი ნომინირებული იყო წლის ალბომის ნომინაციაში და გაიმარჯვა საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის ნომინაციაში.


  • სინგლები
"Bad Romance" პირველი სინგლი ამ ალბომიდან. სინგლის პატარა მონაკვეთის პრემიერა შედგა 2009 წელის 3 ოქტომბერს შოუ Saturday Night Live-ში, ისევე როგორც სხვა სინგების პრემიერა "Poker Face" და "LoveGame". სინგლი გამოვიდა 2009 წლის 27 ოქტომბერს სიმღერა მოხვდა კანადის Hot 100-ის, ბრიტანული სინგლების სიის , ევროპულ Hot 100-ის, გერმანული სინგლების და ავსტრიის, ბულგარეთის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, უნგრეთის, ირლანდიის, იტალიის, ნორვეგიის, რუმინეთის, სლოვაკეთის, ესპანეთის და შვედეთის ჩარტების პირველ ადგილებზე, ასევე სიმღერამ დაიკავა მეორე ადგილი შეერთებული შტატების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ბელგიის, და შვეიცარიის ჩარტებში. 2011 წლის 13 თებერვალს სიმღერამ მიიღო გრემის ჯილდო ქალის საუკეთესო პოპ ვოკალური შესრულებისთვის და სინგლის ვიდეომ მიიღო ჯილდო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ვიდეო კლიპისთვის.

"Telephone" გამოვიდა როგორც მეორე სინგლი ამ ალბომიდან. სიმღერა ჩაწერილია ამეირკელ R&B მომღერალ ბიონსესთან ერთად .გაგამ სიმღერა პირველად შეასრულა 2010 წლის BRIT Awards-ზე. ამ სიმღერის შესრულება გაგამ მიუძღვნა დიზაინერ Alexander McQueen-ის ხსოვნას. სიმრერის კლიპის პრემიერა შედგა არხ E! News-ზე 2010 წლის 11 მარტს. გაგამ განაცხადა, რომ ვიდეო არის სინგლ "Paparazzi"-ის კლიპის გაგრძელება. სინგლი კრიტიკოსებმა შეაფასეს როგორც გამორცეული სიმღერა ალბომიდან. 2010 წლის 22 მარტს სინგლა მიაღწია პირველ ადგილზე ბრიტანული სინგლების სიაში.

"Alejandro" გამოიცა როგორც ალბომის მესამე სინგლი. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ალბომის მესამე სინგლად სიმღერა "Dance in the Dark".მაგრამ გაგამ გადაწყვიტა რომ ალბომის მესამე სინგლი უნდა ყოფილიყო "Alejandro". სიმღერა ალბომის მესამე სინგლად გამოცხადდა 2010 წლის 20 აპრილს. სინგლმა მიაღწია პირველ ხუთეულში ავსტრალიური და კანადურ ჩარტებში.სინგლმა ასევე მიაღწია Billboard-ის Hot 100-ის ხუთეულში.




The Fame (2008)






The Fame — ლედი გაგას სტუდიური ალბომი . იგი გამოვიდა 19 აგვისტოს, 2008 წელს ლეიბლ Interscope Records-ზე. გაგა მუშაობდა რამდენიმე პროდუსერთან - RedOne, Martin Kierszenbaum, და Rob Fusari.ალბომის გამოსვლიდან რამოდენიმე დღეში ალბომი მოექცა დიდი ბრიტანეთის, კანადის, ავსტრიის, გერმანიის, შვეიცარის და ირლანდიის ჩარტებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ალბომი მოექცა ნომერი მეორე ადგილზე Billboard-ის 200-ში და სათავეებში მოექცა ბილბორდის საცეკვაო/ელექტრონულ ალბომების ჩარტში. მსოფლიოში ალბომი სულ გაიყიდა 12 მილიონი ასლის ოდენობით.პირველი ორი სინგლი ალბომიდან, Just Dance და Poker Face საერთაშორისო ჰიტებად იქცა. Just Dance მოხვდა ექვსი ქვეყნის პირველ ადგილზე და მათ შორის Billboard-ის Hot 100-ში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. Poker Face მოხვდა პირველ ადგილზე თითქმის ყველა წამყვან ჩარტში, და ეს გახდა მისი მეორე ზედიზედ ნომერ პირველ ჰიტი Billboard-ის Hot 100-ში. შემდეგი გამოვიდა სინგლები EH, EH (Nothing Else I Can Say), LoveGame და Paparazzi. ალბომი და რამოდენიმე სიმღერა იყო წარდგენილი გრემის ექვს ნომინაციაში, მათ შორის წლის ალბომის კატეგორიაში. ალბომმა გაიმარჯვა გრემიზე საუკეთესო ელექტრონული / საცეკვავო ალბომის კატეგორიაში და სინგლმა Poker Face მოიპოვა საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერის ჯილდო. 2010 წლის თებერვალში ასევე ალბომმა აიღო ჯილდო საუკეთესო საერთაშორისო ალბომის კატეგორიაში BRIT Awards-ზე.


  • სინგლები
"Just Dance" გამოვიდა 2008 წლის 17 ივნისს, პირველი სინგლი ალბომიდან. სიმღერა კრტიკოსებმა შეაფასეს როგორც კლუბის ჰიმნი.სიმღერამ წარმატებას მიაღწია სხვადასხვა ქვეყნის ჩარტებში შეერთებული შტატების, ავსტრალიის, კანადის, ირლანდიის, ნიდერლანდების და გაერთიანებული სამეფოების ჩარტებში. 2009 წელს სიმღერამ მიიღო გრემის ნომინაცია საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერი კატეგორიაში მაგრამ ჯილდო ვერ მიიღო.

"Poker Face"გამოიცა როგორც მეორე სინგლი ამ ალბომიდან.კრიტიკოსებმა ჩანაწერი დადებითად შეაფასეს.ამ სიმღერამ უფრო მეტს მიაღწია ვიდრე პირველმა სინგლმა "Just Dance" იგი ყველა ქვეყნის ჩარტების სათავეში მოექცა. 2009 წლის 2 დეკემბერს "Poker Face"-მა სამი გრემის ნომინაცია მიიღო, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და გაიმარჯვა წლის საცეკვაო მუსიკის ნომინაციაში.

"Eh, Eh (Nothing Else I Can Say)" იყო ალბომის მესამე სინგლი ავსტრალიაში, ახალი ზელანდიაში, შვედეთში, დანიაში და საფრანგეთში. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით სიმღერა ოთხმოცდაათიანი წლების ევროპოპის სტილში იყო.

"LoveGame" გამოიცა როგორც მესამე სინგლი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში. "LoveGame" იყო მეოთხე სინგლი ავსტრალიში, ახალი ზელანდიში და გაერთიანებული სამეფოებში. სიმღერას კრიტიკოსები კრიტიკულად აფასებდნენ . სიმღერამ მიაღწია ჩარტების მოწინავე ადგილებზე ისეთ ქვეყნებში როგორიცაა, ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია და კანადა.

"Paparazzi" გამოცხადდა მესამე სინგლად გაერთიანებულ სამეფოებში და ირლანდიაში სინგლი გამოვიდა 2009 წლის 6 ივლისს, "Paparazzi" გამოვიდა მეოთხე სინგლად ამერიკის შეერთებული შტატები. სიმღერამ მიაღწია პირველ ხუთეულში ავსტრალიის, კანადის, ირლანდიის და გაერთიანებული სამეფოების ჩარტებში. სინგლმა ასევე მიაღწიეს ათეულში შეერთებული შტატები. სიმრერა ითვლება ყველაზე დასამახსოვრებელ სიმღერად ამ ალბომშდი.

No comments:

Post a Comment