დღეს 8 აპრილს 4 წელი გავიდ რაც გაყიდვაში ჩაეშვა Lady Gaga-ს პირველი სინგლი "Just Dance" (ქართ. "მხოლოდ ცეკვა") სადებუტო ალბომიდან "The Fame". სიმღერის ავტორები გახლავთ ლედი გაგა, რეპერი ეიკონი და RedOne. სიმღერა ჩაწერილია ამერიკელ პოპ მომღერალ Colby O'Donis-თან ერთად! ასევე ბექვოკალში ისმის რეპერ ეიკონის ხმა. გაგას განცხადებით სიმღერა დაწერა ათ წუთში. სიმღერაზე დიდი გავლენა იქონია R&B მუსიკამ. სიმღერის ძირითადი ტექსტია თუ როგორ მოიწამლა კლუბში.
კრიტიკოსების მხრიდან სიმღერამ დაიმსახურა კრიტიკული შეფასება მაგრამ მათ ხაზი გაუსვევს მელოდიას და აღნისენს რომ ეს არის ღამისკლუბის ნამდვილი ჰიმნი. სიმღერამ უდიდეს კომერციულ წარმატებას მიაღწია და დაიკავა მოწინავე ადგილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჩარტში. სიმღერამ დაიკავა პირველი ადგილი ამერიკის შეერთებული შტატებში, ავსტრალიაში, კანადაში, ირლანდიაში, ესპანეთში, ჰოლანდიაში, დიდ ბრიტანეთში და ხმოვდა თითქმის ყველა ქვეყნის ათეულში. სიმღერა ბილბორდის ცხელ ასეულში იმყოფებოდა ხუთი თვის განმავლობაში. სიმღერა პირველ კვირას გაიყიდა 419,000 ასლის ოდენომის და გახდა ნომერ მეორე საუკეთესო გაყიდვადი სიმღერა მოკლე დროში ამერიკის შეერთებულ შტატებში. სიმღერა მთელი მსოფლიოს მაშტაბთ გაიყიდა 7.7 მილიონ ასლზე მეტი.
გაგამ სიმღერაზე გადაიღო მუსკალური ვიდეო სადაც ის მიდის წვეულებაზე და ასრულებს ცეკვის თანხლებით ამ სიმღერს. გაგა სიმღერას ასრულებდა თავის პირველ ტურზე The Fame Ball Tour-ზე და თავის მეორე მსოფლიო ტურზე The Monster Ball Tour-ზე. 2009 წელს სიმღერამ მიიღო გრემის ნომინაცია საუკეთესო საცკვაო სიმღერის ნომინაციაში, სამწუხაროდ ჯილდო ვერ აიღო.


































