Monday, April 2, 2012

Happy Birthday Lady Gaga! - #BornThisDay



დღეს Lady Gaga-ს დაბადების დღეა ის დღეს 26 წლის გახდა! ლედი გაგა ანუ სტეფანი ჯოან ანჯელინა ჯერმანოტა 1986 წლის 28 მარტს ქალაქ ნიუ იორკში მანჰეტენზე ჰოსპიტალ Lenox Hill-ში დაბადა! გაგას ჯოან მამიდის ჯოან ჯერმანოტას საპატივცემულოდ დაარქვეს რომელიც გაგას დაბადებამდე 1974 წელს გარდაიცვალა ხოლო სახელი ანჯელინა ბებიის მამის დედის სახელია რომელიც ცოცხალია და რომლის ნამდვილი სახელი და გვარია "ანჯელინა კალდერონე ჯერმანოტა". გაგას ყავს ერთი და ნატალი ჯერმანოტა რომელიც 1992 წლის 10 მარტს დაიბადა. გაგას დედის ნამდვილი სახელი და გვარია "სინტია ლუსი ბისეტი" ხოლო მამაის ნამდვილი სახელია "ჯოზეფ ჯოე ჯერმანოტა". გაგა მუსიკიდან ბავშობიდანვე იყო დაინტერესებული იგი 4 წლისა უკვე ფორტეპიანინოზე დამოუკიდებლად უკრავდა:


სტეფანი მანჰეტენის სკოლაში „Convent Of The Sacred Heart“, დებთან - ჰილტონ და ქეროლაინ კენედებთან ერთად სწავლობდა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა სამხატვრო სკოლაში „Tisch School of the Arts“ განაგრძო. 14 წლის ასაკში ის ნიუ-იორკის კლუბში „Bitter End“ და სკოლის თეატრის სცენაზე „Regis High School Repertory“, ანსამბლში - „Regis Jazz Band“ მღეროდა.



2006 წელს, სტეფანი მუსიკალურ პროდიუსერთან, რობ ფუზარისთან იწყებს მუშაობას, რომელთანაც რამდენიმე პოპულარული სიმღერა - „Beautiful, Dirty, Rich“, „Dirty Ice Cream“, „Disco Heaven“ ჩაწერა. სწორედ ამ პერიოდში, იგი პირველად იყენებს ფსოვდონიმს „Lady GaGa“ (ჯგუფის „Queen“ სიმღერიდან „Radio Ga-Ga“).

პირველი კონტრაქტი ლედიმ „Def Jam“-თან გააფორმა. 2008 წელს კი, კონტრაქტს ლეიბლთან „Interscope Records“, სიმღერების ავტორის სტატუსით აფორმებს. Lady GaGa-ს მასალას ისეთი შემსრულებლები იყენებდნენ, როგორებიც არიან: „Fergie“, „Pussycat Dolls“, ბრიტნი სპირსი და „New Kids on the Block“.



სტეფანის ვოკალურ და თეატრალურ შესაძლებლობებზე დიდი გავლენა რეპერმა ეიკონმა მოახდინა. 2008 წელს სტეფანი ლოს-ანჯელესში , სადებიუტო ალბომზე „The Fame“ იწყებს მუშაობას, რომელიც კანადაში, ავსტრალიაში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში აგვისტოში გამოვიდა. გაგა მუშაობდა რამდენიმე პროდუსერთან - RedOne, Martin Kierszenbaum, და Rob Fusari.ალბომის გამოსვლიდან რამოდენიმე დღეში ალბომი მოექცა დიდი ბრიტანეთის, კანადის, ავსტრიის, გერმანიის, შვეიცარის და ირლანდიის ჩარტებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ალბომი მოექცა ნომერი მეორე ადგილზე Billboard-ის 200-ში და სათავეებში მოექცა ბილბორდის საცეკვაო/ელექტრონულ ალბომების ჩარტში. მსოფლიოში ალბომი სულ გაიყიდა 12 მილიონი ასლის ოდენობით.პირველი ორი სინგლი ალბომიდან, Just Dance და Poker Face საერთაშორისო ჰიტებად იქცა. Just Dance მოხვდა ექვსი ქვეყნის პირველ ადგილზე და მათ შორის Billboard-ის Hot 100-ში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. Poker Face მოხვდა პირველ ადგილზე თითქმის ყველა წამყვან ჩარტში, და ეს გახდა მისი მეორე ზედიზედ ნომერ პირველ ჰიტი Billboard-ის Hot 100-ში. შემდეგი გამოვიდა სინგლები EH, EH (Nothing Else I Can Say), LoveGame და Paparazzi. ალბომი და რამოდენიმე სიმღერა იყო წარდგენილი გრემის ექვს ნომინაციაში, მათ შორის წლის ალბომის კატეგორიაში. ალბომმა გაიმარჯვა გრემიზე საუკეთესო ელექტრონული / საცეკვავო ალბომის კატეგორიაში და სინგლმა Poker Face მოიპოვა საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერის ჯილდო. 2010 წლის თებერვალში ასევე ალბომმა აიღო ჯილდო საუკეთესო საერთაშორისო ალბომის კატეგორიაში BRIT Awards-ზე.



2009 წლის 18 ნოემბერს გაყიდვაში ჩაეშვა გაგას EP ალბომი The Fame Monster,  ალბოში შესულია რვა სიმღერა. თანამედროვე კრიტიკოსებმა ალბომს მისცეს დადებითი შეფასება. ალბომმა მიაღწია ჩარტების პირველ ადგილზე ავსტრალიაში, გერმანია, ირლანდიაში, ახალ ზელანდიაში, პოლონეთისა და გაერთიანებული სამეფოებში. "Bad Romance" ალბომის პირველი სინგლი, მოხვდა კანადის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ჩარტების პირველ ადგილებზე, ხოლო ნომერ მეორე ადგილზე ავსტრალიში, შეერთებული შტატებიში და შვედეთში.ალბომის დანარჩენი სინგლებმა "Telephone" და "Alejandro" ორივე მათგანმა მიაღწია ათეულის პირველ ადილზე შეერთებული შტატებში და დიდი ბრიტანეთში. გაგამ ალბომის ხელშესაწყობათ წამოიწყო ტურნე The Monster Ball Tour . ტური დაიწყო 27 ნოემბერს, 2009 წელს და გრძელდება 2011 წლის მაისამდე. 13 თებერვალს 2011 წელს, ალბომი და ალბომში შესული რამოდენიმე სიმღერა გრემიზე წარადგინეს 6 ნომინაციაში, ალბომი ნომინირებული იყო წლის ალბომის ნომინაციაში და გაიმარჯვა საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის ნომინაციაში.



2011 წლის 23 მაისს გაგამ გამოუშვა თავისი მეორე სტუდიური ალბომი "Born This Way".გაგა ამ ალბომში თანამშრომლობს ისეთ პროდუსერებთან როგორებიც არიან RedOne და ფერნანდო გერიბეი, რომლებთანაც გაგა ადრეც თანამშრომლობდა, გაგა ასევე თანამშრომლობდა სხვა პროდუსერებთანაც: DJ Snake, DJ White Shadow, ჯეპე ლოურსენი, რობერტ ჯომ მეტ ლენჯიe და Clinton Sparks. გაგა ასევე ალბომში თანამშრომლობს სხვა მომღერლებთან: ჯგუფ E Street Band-თან, საქსაფონის Clarence Clemons-სთან და ჯგუფ Queen-ის გიტარისტთან ბრაიან მეისთან ერთად.
ალბომში შესული სიმღერები გადაწვეტილია სითნოპოპში და საცეკვაო პოპში, რომლებიც გაგას წინა ალბომებში გვხვდება. თუმცა ასევე გვხვდება ისეთი სტილის მუსიკები რომლებიც გაგას წონა ალბომებში არ გამოუყენებია მაგალითად: ოპერა, მძიმე მეტალი, დისკო და როკ-ენ-როლი. სიმღერის ტექსტებში გვხვდება ისეთი თემები როგორებიცაა სექსი, რელიგია, თავისუფლება, ფემინიზმი და ინდივიდუალიზმი. მიუხედავად რელიგიური თემებისა ალბომმა კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა. ალბომმი უკვე ნომინირებულია გრემის დაჯილდოებაზე სამ ნომინაციაში, მათ შორის წლის ალბომის ნომინაციაში რომელიც გაგამ უკვე ზედისედ სამჯერ მიიღო. Born This Way მოხვდა ყველა ქვეყნის ხუთეულში, მათ შორის ბილბორდ 200ში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ალბომი პირველ კვირას გაიყიდა 1.108 მილიონ ასლზე მეტი და გახდა ყველაზე გაყიდვადი ალბომი მოკლე ხანში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, დაახლოებით 440.000 ასლზე მეტი გაიყიდა Amazon.com-ზე ორი დღის განმავლობაში. ალბომის ოთხი სინგლი - "Born This Way", "Judas", "The Edge of Glory", და "Yoü and I" - ყველა მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის ათეულში. სიმღერა "Born This Way" გახდა ყველაზე სწრაფად გაყიდვადი სინგლი iTunes-ის ისტორიაში და ალბომის პრომო სინგლი "Hair" მოხვდა თექვსმეტი ქვეყნის ჩარტში. გაგა ასრულებდა სიმღერებს ცნობილ დაჯილდოებეზე, მათ შორისაა 53-ე გრემის დაჯილდოება და 2011 წელის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება. 2011 წლის ოქტომბერში, მსოფლიოში გაყიდვების რაოდენობამ გადააჭარბმა რვა მილიონ ასლს.

No comments:

Post a Comment