Monday, March 12, 2012
Billboard-მა 2012 წლის ყველაზე შემოსავლიანი მომღერლების სია გამოაქვეყნა!
ჟურნალმა Billboard-მა გამაოქვეყნა რიგით მეექვსე ყოველწლიური რეიტინგი ყველაზე შემოსავლიანი მომღერლების ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2012 წლის რეიტინგი შედგენლილია გასული 2011 წლის შემოსავლების მიხედვით. 2012 წლის სიაში Lady Gaga-მ დაიკავა მეოთხე ადგილი 25,353,039 მილიონი ამერიკული დოლარით ხოლო გაგა 2011 წელს ამ სიაში იკავებდა პირველ ადგილს 30,556,342 მილიონი ამერიკული დოლარით! ბილბოარდის მონაცემებით გაგას ახალი რიგით მეორე სტუდიური ალბომი "Born This Way" ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გამოსვლიდან პირველ კვირაში გაიყიდა 1.1 მილიონ ასლზე მეტი და გაყდა ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ალბომი 2011 წელს. გაგას წინა ორი ალბომი "The Fame" და "The Fame Monster" 2011 წელს გაიყიდა 2.8 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით ამერიკის შეერთებულ შტატებში. გარდა ამისა ალბომ "Born This Way"-დან გამოშვებული ოთხივე სინგლი შევიდა ბილბოარდის ცხელი ასეულის ათეულში და მთლიანად გაიყიდა ოთხივე სინგლი 12.7 მილიონ ასლზე მეტი ციფრულად ამერიკის შეერთებულ შტატებში. გარდა ამისა გაგამ 2011 წელს ჩაატარა თავისი მეორე მსოფლიო ტური Monster Ball რომლიდანაც გარკვეული სენოსავალი მიიღო. ბილბოარდის სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. Taylor Swift - $35,719,902
2. U2 - $32,116,3153
3. Kenny Chesney - $29,837,103
4. Lady Gaga - $25,353,039
5. Lil Wayne - $23,178,722
6. Sade - $16,382,8097
7. Bon Jovi - $19,813,232
8. Celine Dion - $14,261,515
9. Jason Aldean - $13,409,011
10. Adele - $13,081,909
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment