Monday, March 26, 2012

3 ნომინაცია 2012 წლის MTV Video Music Awards Japan-ზე!


დღეს გამოქვეყნდა იაპონური MTV-ს ყოველწლიური დაჯილდოების MTV Video Music Awards Japan-ის ნომინატები! Lady Gaga-მ 2012 წლის დაჯილდოებაზე მიიღო სამი ნომინაცია  "საუკეთესო სიმღერა" სიმღერისთვის "Judas", "წლის საუკეთესო ალბომი" ალბომისთვის "Born This Way" და "წლის საუკეთესო ვიდეო" ვიდეოკლიპისთვის "You And I". გაგას ამ დაჯილდოებაზე სულ აღებული აქვს 4 ჯილდო. 2010 წელს 5 ნომინაციიდან ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა "საუკეთესო საცეკვაო ვიდეო" ვიდეოსთვის "Poker Face" ხოლო 2011 წელს 3 ნომინაციიდან სამივე ჯილდო აიღო "წლის ვიდეო", "საუკეთესო ქალი შემსრულებლის ვიდეო" და "საუკეთესო საცეკვაო ვიდეო" ვიდეოსთვის "Born This Way". 2011 წლის დაჯილდოებას ტოკიოში გაგა ესწრებოდა სადაც შეასულა თავისი ორი სიმღერა "Born This Way" და "The Edge Of Glory". 2012 წლის დაჯილდოება გაიმართება 23 ივნისს, ხმიც მიცემა შეგიძლიათ MTV იაპონიის ოფიციალური ფეიზბუქის გვერდიდან! ხმიც მისაცემად შედით აქ! მანამდე შეგიძლიათ იხილოთ გაგას შარშანდელი პერფომანსი:

No comments:

Post a Comment