Lady Gaga-მ 31 დეკემბერს ახალი წლის დადგომამდე რამოდენიმე წუთით ადრე გაუკეთა თავის ფანებს საჩუქარი და გამოჩნდა შოუში "Dick Clark’s New Year’s Rockin’ Eve 2012" რომელიც პირველად 1972 წელს ჩატარდა და იმართება ყოველთვის 31 დეკემბერს ახალი წლის დადგომამდე ნიუ იორკის მთავარ მოედანზე ტაიმზ-სქვერზე. გაგამ შეასრულა თავისი ორი ჰიტი "Marry The Night" და "Born This Way", გაგამ ასევე შეასრულა თავისი სიმღერის "Heavy Metal Lover"-ის პატარა ნაწილი. გაგამ ასევე ახალი წლის დადგომამდე ერთი წუთით ადრე ნიუ იორკის მერთან ერთად დაუშვა გიგანტური ბროლის ბურთი რომელიც ახალი წლის დადგომისას გასკდა და მიულოცა ახალი წელი ნიუ იორკის მოსახლეობას რომლის ფოტო და ვიდეო მასალასაც მალე შემოგთავაზებთ.























No comments:
Post a Comment