Saturday, January 14, 2012

Lady Gaga ნომინირებულია 2012 წლის BRIT Awards-ზე!


დღეს გამოქვეყნდა ბრიტანული პრემიის BRIT Awards-ის 2012 წლის ნომინანტების სია. 2012 წლის დაჯილდოევებაზე Lady Gaga-მ მიიღო ერთი ნომინაცია "საერთაშორისო ქალი სოლო მომღერალი" გაგასთან ერთად ამ ნომინაციაში წარდგენილები არიან Beyoncé, Bjork, Feist და Rihanna. ხმის მიცემა ჯერ არ დაწყებულა როდესაც დაიწყება შეგატყობინებთ. 2012 წლის დაჯილდოება გაიმართება 21 თებერვალ ლონდონში "O2" არენაზე და გადაიცემა ტელეკომპანია "ITV1"-ის პირდაპირ ეთერში. დაჯილდოებაზე დაესწრება თუ არა გაგა ჯერ ცნობილი არაა.

შეგახსენებთ რომ გაგას ამ დაჯილდოებაზე აქვს სამი ნომინაცია სულ მიღებული 2010 წელს (უკვე ოთხი თუ ამასაჩ ჩავთვლით). ამ სამიდან 2010 წელს გაგამ სამივეში გაიმარჯვა: "საერთაშორისო სოლო მომღერალი", "საერთაშორისო ლაივ შემსრულებელი" და "საუკეთესო საერთაშორისო ალბომი - The Fame". 2010 წლის დაჯილდოევებაზე გაგა ესწრებოდა და შეასრულა თავისი ორი სიმღერა "Telephone" და "Dance in The Dark", რომლის შესრულება დიზაინერ ალექსანდრე მაქვინის ხსოვნას მიუყძღვნა.

No comments:

Post a Comment