Monday, December 26, 2011

The fame

The Fame — ლედი გაგას სტუდიური ალბომი . იგი გამოვიდა 19 აგვისტოს, 2008 წელს ლეიბლ Interscope Records-ზე. გაგა მუშაობდა რამდენიმე პროდუსერთან - RedOne, Martin Kierszenbaum, და Rob Fusari.ალბომის გამოსვლიდან რამოდენიმე დღეში ალბომი მოექცა დიდი ბრიტანეთის, კანადის, ავსტრიის, გერმანიის, შვეიცარის და ირლანდიის ჩარტებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ალბომი მოექცა ნომერი მეორე ადგილზე Billboard-ის 200-ში და სათავეებში მოექცა ბილბორდის საცეკვაო/ელექტრონულ ალბომების ჩარტში. მსოფლიოში ალბომი სულ გაიყიდა 12 მილიონი ასლის ოდენობით.პირველი ორი სინგლი ალბომიდან, Just Dance და Poker Face საერთაშორისო ჰიტებად იქცა. Just Dance მოხვდა ექვსი ქვეყნის პირველ ადგილზე და მათ შორის Billboard-ის Hot 100-ში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. Poker Face მოხვდა პირველ ადგილზე თითქმის ყველა წამყვან ჩარტში, და ეს გახდა მისი მეორე ზედიზედ ნომერ პირველ ჰიტი Billboard-ის Hot 100-ში. შემდეგი გამოვიდა სინგლები EH, EH (Nothing Else I Can Say), LoveGame და Paparazzi. ალბომი და რამოდენიმე სიმღერა იყო წარდგენილი გრემის ექვს ნომინაციაში, მათ შორის წლის ალბომის კატეგორიაში. ალბომმა გაიმარჯვა გრემიზე საუკეთესო ელექტრონული / საცეკვავო ალბომის კატეგორიაში და სინგლმა Poker Face მოიპოვა საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერის ჯილდო. 2010 წლის თებერვალში ასევე ალბომმა აიღო ჯილდო საუკეთესო საერთაშორისო ალბომის კატეგორიაში BRIT Awards-ზე.

სინგლები
"Just Dance" გამოვიდა 2008 წლის 17 ივნისს, პირველი სინგლი ალბომიდან. სიმღერა კრტიკოსებმა შეაფასეს როგორც კლუბის ჰიმნი.სიმღერამ წარმატებას მიაღწია სხვადასხვა ქვეყნის ჩარტებში შეერთებული შტატების, ავსტრალიის, კანადის, ირლანდიის, ნიდერლანდების და გაერთიანებული სამეფოების ჩარტებში. 2009 წელს სიმღერამ მიიღო გრემის ნომინაცია საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერი კატეგორიაში მაგრამ ჯილდო ვერ მიიღო. "Poker Face"გამოიცა როგორც მეორე სინგლი ამ ალბომიდან.კრიტიკოსებმა ჩანაწერი დადებითად შეაფასეს.ამ სიმღერამ უფრო მეტს მიაღწია ვიდრე პირველმა სინგლმა "Just Dance" იგი ყველა ქვეყნის ჩარტების სათავეში მოექცა. 2009 წლის 2 დეკემბერს "Poker Face"-მა სამი გრემის ნომინაცია მიიღო, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და გაიმარჯვა წლის საცეკვაო მუსიკის ნომინაციაში. "Eh, Eh (Nothing Else I Can Say)" იყო ალბომის მესამე სინგლი ავსტრალიაში, ახალი ზელანდიაში, შვედეთში, დანიაში და საფრანგეთში. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით სიმღერა ოთხმოცდაათიანი წლების ევროპოპის სტილში იყო."LoveGame" გამოიცა როგორც მესამე სინგლი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში. "LoveGame" იყო მეოთხე სინგლი ავსტრალიში, ახალი ზელანდიში და გაერთიანებული სამეფოებში. სიმღერას კრიტიკოსები კრიტიკულად აფასებდნენ . სიმღერამ მიაღწია ჩარტების მოწინავე ადგილებზე ისეთ ქვეყნებში როგორიცაა, ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია და კანადა. "Paparazzi" გამოცხადდა მესამე სინგლად გაერთიანებულ სამეფოებში და ირლანდიაში სინგლი გამოვიდა 2009 წლის 6 ივლისს, "Paparazzi" გამოვიდა მეოთხე სინგლად ამერიკის შეერთებული შტატები. სიმღერამ მიაღწია პირველ ხუთეულში ავსტრალიის, კანადის, ირლანდიის და გაერთიანებული სამეფოების ჩარტებში. სინგლმა ასევე მიაღწიეს ათეულში შეერთებული შტატები. სიმრერა ითვლება ყველაზე დასამახსოვრებელ სიმღერად ამ ალბომში.

ბოდიშს გიხდით მაგრამ რამოდენიმე სიმღერას კლიპი არ აქვს და ესე მომიწია დადება
Just Dance (ft. Colby Odonis)
Lovegame
Paparazzi
Beautiful, Dirty, Rich
Eh Eh (Nothing Else I Can Say)
Poker Face
The Fame
Money Honey
Again Again
Boys boys boys
Brown Eyes
I Like It Rough
Startruck (ft. Space Cowboy & Flo Rida)
Disco Heaven
Paper Gangsta

No comments:

Post a Comment