სინგლები
"Bad Romance" პირველი სინგლი ამ ალბომიდან. სინგლის პატარა მონაკვეთის პრემიერა შედგა 2009 წელის 3 ოქტომბერს შოუ Saturday Night Live-ში, ისევე როგორც სხვა სინგების პრემიერა "Poker Face" და "LoveGame". სინგლი გამოვიდა 2009 წლის 27 ოქტომბერს სიმღერა მოხვდა კანადის Hot 100-ის, ბრიტანული სინგლების სიის , ევროპულ Hot 100-ის, გერმანული სინგლების და ავსტრიის, ბულგარეთის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, უნგრეთის, ირლანდიის, იტალიის, ნორვეგიის, რუმინეთის, სლოვაკეთის, ესპანეთის და შვედეთის ჩარტების პირველ ადგილებზე, ასევე სიმღერამ დაიკავა მეორე ადგილი შეერთებული შტატების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ბელგიის, და შვეიცარიის ჩარტებში. 2011 წლის 13 თებერვალს სიმღერამ მიიღო გრემის ჯილდო ქალის საუკეთესო პოპ ვოკალური შესრულებისთვის და სინგლის ვიდეომ მიიღო ჯილდო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ვიდეო კლიპისთვის."Telephone" გამოვიდა როგორც მეორე სინგლი ამ ალბომიდან. სიმღერა ჩაწერილია ამეირკელ R&B მომღერალ ბიონსესთან ერთად .გაგამ სიმღერა პირველად შეასრულა 2010 წლის BRIT Awards-ზე. ამ სიმღერის შესრულება გაგამ მიუძღვნა დიზაინერ Alexander McQueen-ის ხსოვნას. სიმრერის კლიპის პრემიერა შედგა არხ E! News-ზე 2010 წლის 11 მარტს. გაგამ განაცხადა, რომ ვიდეო არის სინგლ "Paparazzi"-ის კლიპის გაგრძელება. სინგლი კრიტიკოსებმა შეაფასეს როგორც გამორცეული სიმღერა ალბომიდან. 2010 წლის 22 მარტს სინგლა მიაღწია პირველ ადგილზე ბრიტანული სინგლების სიაში.
"Alejandro" გამოიცა როგორც ალბომის მესამე სინგლი. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ალბომის მესამე სინგლად სიმღერა "Dance in the Dark".მაგრამ გაგამ გადაწყვიტა რომ ალბომის მესამე სინგლი უნდა ყოფილიყო "Alejandro". სიმღერა ალბომის მესამე სინგლად გამოცხადდა 2010 წლის 20 აპრილს. სინგლმა მიაღწია პირველ ხუთეულში ავსტრალიური და კანადურ ჩარტებში.სინგლმა ასევე მიაღწია Billboard-ის Hot 100-ის ხუთეულში.
•Bad Romance
•Alejandro
•Monster
•Spechless
•Dance In The Dark
•Telephone (ft. Beyonce)
•So Happy I Could Die
•Teeth
No comments:
Post a Comment